სესხის ხანდაზმულობა


არის თუ არა ჩემი სესხი ხანდაზმული?

კანონმდებლობა მსგავსი ვალდებულებების შესრულებისთვის ითვალისწინებს სამწლიან ხანდაზმულობის ვადას.
თუმცა, ვიცით, რომ სესხის დაბრუნებისთვის ხშირად გრაფიკია გათვალისწინებული. უმეტეს შემთხვევაში, სესხს ვაბრუნებთ ხოლმე ნაწილ-ნაწილ, სარგებელთან ერთად. ასეთ დროს როგორც ვითვლით სესხის ხანდაზმულობის ვადას?
აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა აითვლება თითოეული გადასახადელი პერიოდისათვის ცალ-ცალკე. მაგალითისათვის, თუ სესხი უნდა დაგვებრუნებინა სამ ნაწილად, კერძოდ 2024 წლის იანვარს, 2024 წლის თებერვალს და 2024 წლის მარტს, თუმცა ვერ ერთი გადახდა ვერ გადავიხადეთ. პირველი გადახდის ხანდაზმულობის ვადა გავა 2027 წლის იანვარში, თუმცა მეორე და მესამე ნაწილის შემთვევაში ხანდაზმულობის ვადა გავა 2027 წლის თებერვალში და 2027 წლის მარტში.